საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წესები და პირობები

მოგესალმებით ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე, თუ თქვენ აპირებთ ამ ვებ-გვერდის გამოყენებას, წინამდებარე წესები და პირობები გახლავთ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება თქვენსა და სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“-ს (შემდგომში კომპანია) შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.ugw.ge გამოყენების პირობებს.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

 

1.    ტერმინთა განმარტება

 

1.1.            „კომპანია“ - სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“, საიდენტიფიკაციო კოდით 405481955, ფაქტობრივი მისამართით: საქართველო, თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა 19, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და წარმოადგენს თვითრეგულირებად ფინანსურ იურიდიულ პირს, ასევე მასთან დაკავშირებული საწარმო, შვილობილი, დედა თუ დამფუძნებელი კომპანია.

1.2.             „ვებ-გვერდი“ - www.ugw.ge, რომლის მეშვეობით ხდება სხვადასხვა სერვისით სარგებლობა მომხმარებლების მიერ.

1.3.            „კომპანიის პროდუქტი“ - ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.

1.4.            „მომხმარებელი“ - გულისხმობს, დაინტერესებულ პირს (პირთა ჯგუფს) ან ბენეფიციარ მესაკუთრეს (ბენეფიციარ მესაკუთრეთა ჯგუფს).

1.5.            „ბენეფიციარი მესაკუთრე“ - თავის მხრივ გულისხმობს ინვესტორს (ინვესტორთა ჯგუფს) და ასევე პარტნიორს (პარტნიორთა ჯგუფს).

1.6.            „დაინტერესებული პირი“ - პირი, (პირთა ჯგუფი) რომელსაც სურს, საკუთარი ინიციატივით გახდეს კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე ან ისარგებლოს კომპანიის სხვა პროდუქტებით, მაგალითად, სწავლება, წიგნის შეძენა.

1.7.             „რეგისტრირებული მომხმარებელი“ - დაინტერესებული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის ვებ-გვერდით და ვებ-გვერდზე განთავსებული კონკრეტული პროდუქტებით ან ბენეფიციარი მესაკუთრე/პარტნიორი, რომელიც ასევე სარგებლობს კომპანიის ვებ-გვერდით და მისი პროდუქტებით (ამ უკანასკნელის შემთხვევაში გარდა წინარე წესებისა და პირობებისა, გაფორმებულია კომპანიის ძირითადი ხელშეკრულება (ები)).

1.8.            „გამომწერი“ - მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე ან/და გამოიწერა კომპანიის სერვისი.

1.9.             „სტუმარი“ - მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით გამოწერისა და რეგისტრაციის გრეშე.

1.10.        „ავტორიზებული მომხმარბელი“ - ნიშნავს მომხმარებელს, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია ვებ-გვერდზე.

1.11.        მხარეები - ნიშნავს ერთი მხრივ კომპანიას, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელს.

1.12.        „ანგარიში“ - ნიშნავს პირად ინფორმაციას, რომელიც   მომხმარებლის მიერ განთავსდა ვებ-გვერდზე და სადაც მას შეუძლია შესვლა მომხმარებლის სახელით და პაროლის გამოყენებით.

1.13.        „საბანკო ანგარიში“ - ნიშნავს ანგარიშსწორების ანგარიშს, საიდანაც ხდება სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება.

1.14.        „სავაჭრო ანგარიში“ - ნიშნავს ანგარიშს ან ანგარიშთა კონკრეტულ ფორმას (მათ შორის კასტოდიალურ ანგარიშს), სადაც განთავსებულია ბენეფიციარი მესაკუთრის სახსრები, მისივე დავალებით.

1.15.        „ოპერაცია“ - ნიშნავს მომხმარებლის მიერ განხორციელბულ ნებისმიერ ოპერაციას, როგორც პირადი ანგარიშიდან, ასევე კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით.

1.16.        „ხელშეკრულება“ - წინამდებარე წესები და პირობები, ასევე ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება, რომელიც იდება დაინტერესებულ პირთან (დაინტერესებულ პირებთან) ან კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრესთან (ბენეფიციარ მესაკუთრეებთან).

1.17.        "Ask” - გულისხმობს უფრო მაღალ, ანუ გაყიდვის ფასს.

1.18.        "Bid” - გულისხმობს უფრო დაბალ, ანუ შესყიდვის ფასს.

1.19.        “Swap" - გულისხმობს საფასურის გადახდას სავალუტო ბირჟაზე პოზიციის შესანარჩუნებლად ყოველ მომდევნო ბირჟის სამუშაო დღეს.

1.20.        "საბაზო ვალუტა" - გულისხმობს  პირველ ვალუტას ვალუტის წყვილში. ბენეფიციარს შეუძლია შეიძინოს საბაზო ვალუტა ან გაყიდოს საბაზისო ვალუტა.

1.21.        „ბენეფიციარი მესაკუთრის ბალანსი" - გულისხმობს დასრულებული  გადარიცხვების სრულ ფინანსურ შედეგებს და თანხის გადარიცხვებს მისსავე ანგარიშზე კომპანიის სისტემაში.

1.22.        “ვალუტის  კოტირება” - გულისხმობს  იმ ვალუტას, რომელშიც გამოხატულია საბაზისო ვალუტის ფასი.

1.23.        “სავალუტო წყვილი" - გულისხმობს გარიგების ობიექტს, რომელიც ეფუძნება სხვა ვალუტის მიმართ ერთი ვალუტის ღირებულების ცვლილებას.

1.24.        კვოტაცია - გულისხმობს  ინფორმაციას ინსტრუმენტის არსებული/წარსული ღირებულების შესახებ.

1.25.        "მარჟინალური ვაჭრობა" - გულისხმობს  ვაჭრობის ოპერაციების განხორციელებას მხარით, რისი საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი ძირი თანხის მსყიდველთუნარიანობის გაზრდა.

1.26.        "ორდერი" - გულისხმობს მომხმარებლის დავალებას მათ შორის განათავსო საკუთარი კაპიტალი მისთვის სასურველ ფინანსურ ინსტრუმენტში, ასევე  გაიხსნას ან დაიხუროს პოზიცია, როდესაც ფასმა მიაღწია სასურველ დონეს.

1.27.        “კომპანიის სისტემა"    - გულისხმობს  კომპანიის საინფორმაციო და სავაჭრო სისტემას, მათ შორის კომპანიასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეასრულოს სავაჭრო და საინვესტიციო ოპერაციები, ასევე შეძლოს  საჭირო ანალიტიკური, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის მიღება.

1.28.        “გარიგების დღე" - გულისხმობს  ბანკის სამუშაო დღის ნაწილს, ელექტრონულ საგადამხდელო სისტემას, ან სხვა დაწესებულებას, რომელიც არის გადახდის სისტემის წევრი, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით მომხმარებელისგან, რათა განახორციელოს გარკვეული ოპერაციები და თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მათი დამუშავება, გადაცემა  და შესრულება. სავაჭრო დღის ხანგრძლივობა დგინდება ბანკის ან სხვა დაწესებულების მიერ, რომელიც არის გადახდის სისტემის წევრი და გათვალისწინებულია მათი შიდა განაწესით.

1.29.        "კომპანიის ახალი ამბები"  - სექცია გულისხმობს კომპანიის ვებ-გვერდის განყოფილებას, რომელიც შეიცავს ახალ ამბებს.

1.30.        “ფონდის გამოთხოვის განაცხადი " - გულისხმობს ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ, მისი შიდა ანგარიშიდან (ები-დან) პრემიის, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და მისი წილი ფულადი სახსრების გატანისთვის განაცხადის/მოთხოვნის დაფიქსირებას.

1.31.        “სპრედი"  - ნიშნავს Ask და Bid ფასებს შორის განსხვავებას.

1.32.        “ელექტრონული საგადამხდელო სისტემა" - ნიშნავს გადახდის საშუალებას, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს, განახორციელონ ორმხრივი ანგარიშსწორებები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

 

 

2.    ინფორმაციის სიზუსტე

 

2.1.            სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციის სიზუსტეზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ცდილობს მომხმარებლებს მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, ეს უკანასკნელი არ გახლავთ გარანტია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტისა. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა „როგორც არის“ პრინციპს, შესაბამისად, თუ მომხმარებელი დააპირებს აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს უკანასკნელი არის მომხმარებლის რისკი და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე.

 

გაფრთხილება: აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ძირითად ხელშეკრულებებსა და სააპლიკაციო ფორმებზე.

 

3.    პირობები და ინტელექტუალური საკუთრება

3.1.            წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

3.1.1.      მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანიის ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ინფორმაცია, როგორიც არის სამარკო ნიშანი, სტატიები, ნაშრომები, ანალიზი და ყველა ინტელექტუალური საგანი  წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მას არ აქვს უფლება მისი მითვისების, კოპირების, მესამე პირისთვის კომერციული მიზნებით გადაცემის, რეალიზაციის, დაპატენტების ან ყველა იმ ქმედების, რომელიც ლახავს კომპანიის საავტორო უფლებას და რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკრძალულია.

3.1.2.      იმ შეთხვევაში, თუ კომპანიის ცნობილი გახდება, რომ თქვენ დაარღვიეთ 3.1.1. პუნქტში მითითებული წესი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გამოვლენილ ფაქტზე მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

3.1.3.      თუ მომხმარებლის მიერ მოხდა ცრუ და შეცდომაში შემყვნი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც მიიღო უკუქცევადი სახე და კომპანიას მიადგა ისეთი სახის ზიანი, რამაც გამოიწვია კომპანიის ან მისი რომელიმე თანამშრომლის რეპუტაციის შელახვა, ასევე თუ  ზემოაღნიშნულმა ფაქტმა კომპანიის ფუნქციონირებადობას მიაყენა ზიანი, კომპანიას აქვს უფლება თითოეულ ასეთ ფაქტზე მომხმარებელს მოთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4.    განცხადებები და გარანტიები

 

4.1.            მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო წინამდებარე განცხადებებსა და პირობებს, ეთანხმება მათ და პრეტენზია არ გააჩნია.

4.2.            მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს შეყვანილი ინფორმაცია არის ავთენტიკური და შეესაბამება ნამდვილობას.

4.3.            მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მას აქვს უფლება ან გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება, იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციას.

4.4.            მომხმარებელი აცნობიერებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება თან სდევდეს მის მიერ არჩეულ პროდუქტს, სადაც სურს რომ განთავსდეს მისი კაპიტალი.

4.5.            მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ იგი არ არის ჩართული რაიმე სახის საეჭვო გარიგებაში, მათ შორის ფინანსურში, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

4.6.            მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი რაიმე ტიპის ქმედება, არ არის/არ იქნება მიმართული კომპანიის წინააღმდეგ, მისი მოტყუებისკენ, შესაბამისად, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას სახელშეკრულებო ურთიოერთობაში შესვლამდე მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია არის/იქნება უტყუარი და ზუსტი.

4.7.            მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ კომპანიისთვის გადაცემული პირადი/პერსონალური სახის ინფორმაცია გადამოწმდეს კომპანიის მიერ.

4.8.            მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით შეატყობინოს კომპანიას ნებისმიერი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება დაირღვეს ან/და წინააღმდეგობაში მოვიდეს წინამდებარე წესებთან და პირობებთან.

4.9.            მომხმარებელი აცნობიერებს, რომ თუ მის მიერ მესამე პირზე გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს/დააზიანა, როგორც მესამე პირის, ასევე კომპანიისა და თავად მომხმარებლის ინტერესები, პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.

 

 

 

5.    კონფიდენციალურობის დაცვა

 

5.1.            სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას, საქართელოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

5.2.            კომპანია არსებუბული ან/და სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მომხმარებლისგან ითხოვს შესაბამის ინფორმაციას, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

5.3.            სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ პირად/კონფიდენციალურ ინფორმაციას გაამჟღავნებს მხოლოდ მომხმარებლთან შეთანხმებით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.4.            კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას მისი მომხმარებლების პირადი მონაცემები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მონაცემების გადაცემა/მიწოდება კომპანიისთვის ხდება ვებ-გვერდის მეშვეობით (დისტანციურად), კომპნია არ იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას იმ ემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები ჩაუვარდა მესამე პირს ვებ-გვერდით არასანქცირებული წვდომისას.

5.5.            იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა საკუთარი ნებით მესამე პირს გადასცა კონფიდენციალური ინფორმაცია და ეს მესამე პირი კომპანიის მხრიდან არის არავერიფიცირებული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას თუ მომხმარებელის ამ გადაწყვეტილებამ დააზიანა მისივე საკუთარი ინტერესები.

5.6.            კომპანიის ვებ-გვერდის სტუმრობისას მომხმარებლის ე.წ „ნაკვალევი“ შეიძლება გამოყონებული იყოს კომპანიის მხრიდან, არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

5.7.            კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მომხმარებელს შეიძლება მოუწიოს კომპანიის ადმინისტრაციისთვის, კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე პირადი ინფორმაციის გაგზავნა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცესის დროს მომხმარებლის პირადი მონაცემები ხელში ჩაუვარდა მესამე პირს, რომელიც არის მესამე პირის არასანქცირებული ჩართვით გამოწვეული, კომპანია ამ ფაქტზე და მის შედეგებზე არ არის პასუხისმგებელი.

 

 

 

 

 

 

6.    ვებ-გვერდზე არსებული ბმულები

 

6.1.            კომპანია უფლებამოსილია, საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსოს სხვადასხვა ბმული, მათ შორის მესამე პირის დაქვემდებარებაში მყოფი ვებ-გვერდის ბმულები.

6.2.            იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ისარგებლებს 6.1. პუნქტში გათვალისწინებული ბმულებით, იგი აცნობიერებს, რომ მესამე პირის დაქვემდებარებაში/საკუთრებაში არსებული ბმულები არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ასევე მათზე არსებული ინფორმაციისა თუ შინაარსის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელი არ არის კომპანია, შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებული თავად გაეცნოს მესამე პირის ვებ-გვერდზე არსებულ წესებსა და პირობებს.

 

7.    ცვლილებების განხორციელება

 

7.1.            კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილება ისე, რომ წინასარ არ შეატყობინოს მომხმარებელს.

7.2.            მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ვინაიდან მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს მიერ აღნიშნული წესებისა და პირობების დათანხმებას.

 

8.    მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

 

8.1.            წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

8.2.            წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე კონკრეტული პუნქტის გაუქმება/ბათილობა არ იწვევს და არ ნიშნავს წესებისა და პირობების სხვა პუნქტების გაუქმებას/ბათილობას

8.3.            დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

 

 

 

9.    საკონტაქო ინფორმაცია

 

9.1.            ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკაშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე ვებ-გვერდზე მითითებულ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმის სახით ფაქტობრივ ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით გამრეკელის 19, საფოსტო ინდექსი 0160; info@ugw.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 032 2 040 040.